კელი დეგნანი პარლამენტში შალვა პაპუაშვილს შეხვდება
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში შალვა პაპუაშვილს შეხვდება. ის საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა. შეხვედრა დახურული იქნება. აშშ-ს ელჩს თან USID-ს წარმომადგენლები ახლავს.
მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა და პარლამენტში ანტიამერიკული ფლანგი გაძლიერდა, ეს აშშ-ს ელჩის და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოლაპარაკებებია.
გუშინდელი გადაწყვეტილებით, მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, ამიტომ საკვანძო გადაწყვტილებებს რადიკალების გარეშე ვეღარ მიიღებენ.
სავარაუდოდ, შეხვედრის მთავარი თემაც აღნიშნული საკითხი იქნება.
ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა შეხვედრას მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანი მედიის კითხვებს უპასუხებს.