ვივა მედში შეყვანის შემდეს სააკაშვილს 20 კილო აქვს დაკლებული - ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა
"არა თუ სააკაშვილი, ასეთ მდგომარეობაში არც ერთი ადამიანი არ მინახავს" - ამის შესახებ განცხადება "ტვ პირველმა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა.
მისი თქმით, სააკაშვილმა წამლის მიღებაზე უარი განაცხადა:
ელოდება ექსპერტიზის განახლებას. წამლის მიღებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ სანამ არ იქნება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხი, მანამდე მედიკამენტებს არ მივიღებო. წარმოუდგენელი, ფაქტობრივად, აუხსნელი რაღაც რაღაც მოხდა გუშინ, ამიტომ უნდა გაირკვეს, ექსპერტებს ვთხოვეთ, რომ დაჩქარდეს ამ ტიპის სამუშაოები და გავერკვეთ.
ამ დილით მისმა ექთანმა თქვა, რომ 86 კილოა, ანუ „ვივა მედში“ შემოყვანის შემდეგ დაკლებული აქვს 20 კილოგრამი. საჭმლის მიღებაზე კვლავ პრობლემები აქვს და როცა მკურნალობ, ხომ რაღაც უნდა იყოს ოპტიმისტური? ასეთი სურათი არ არის"- თქვა ხაჭაპურიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს კრიზი, პალატაში განუვითარდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მესამე პრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და საკვების მიღებას ვერ ახერხებს.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და უცხოელი ექსპერტები სააკაშვილთან შეხვედრას ელოდებიან. "ვივა მდში" იმყოფება ამერიკელი ნევროლოგიც, რომელმაც დღეს სააკაშვილის ესპრეტიზის პროცესი უნდა გააგრძელოს.