ტკიპა, წურბელა, ქვეწარმავალი - დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

05.10.22 13:28
ტკიპა, წურბელა, ქვეწარმავალი - დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

ტკიპა, წურბელა და ქვეწარმავლი -ამ სიტყვებითა და ბრალდებით დაიწყო საკრებულოს სხდომა ოზურგეთში.  ოპოზიციის პროტესტი  "ქართული ოცნების"  ახალმა, საეჭვო გადაწყვეტილებამ გამოიწვია: მმართველი გუნდი რეკრეაციული ზონის სტატუსს უხსნის იმ ტერიტორიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციას ესაზღვრება და მას აუქციონზე გასატანად ამზადებს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის  ოლიგარქისთვის გადაცემა სურს.

თუმცა ეს დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი არ გამხდარა. ოპოზიცია მმართველ პარტიას ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაშიც ადანაშაულებს.

ირკვევა, რომ ოზურგეთის ტერიტორიაზე ქალაქიდან ერთი ძროხის გადადენაში ბიუჯეტიდან 500 ლარია გამოყოფილი. საერთო ჯამში,  კი ამ საქმიანობისთვის უკვე დახარჯულია 30 ათასი ლარი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები