ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია - კელი დეგნანი

05.10.22 13:25
 ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია - კელი დეგნანი

ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კელი დეგნანისთვის გაუგებარია ის ანტიამერიკული კამპანია, რომელსაც დეპუტატების გარკვეული ჯგუფი ეწევა. ამასთან, მისი თქმით, გაუგებარია პრემიერის განცხადებებიც, რომელიც აშშ-თან პარტნიორობის გაძლიერების შესახებ საუბრობს. 

არ მსურს, გავაკეთო კომენტარი საქართველოში შიდა პოლიტიკურ თემებზე. ამას ხალხი ისედაც ხედავს, თუმცა ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი.

გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება გარკვეულწილად ამ ანტიამერიკულ კამპანიას. მეორეს მხრივ, პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გამოთქვამენ მზადყოფნას და სურვილს, რომ გაძლიერდეს პარტნიორობა აშშ-თან.

მე ყოველთვის მინდა, ვისაუბრო ფაქტებით.  ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სიმართლე ის არის, რომ  აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად ეხმარება საქართველოს განვითარებაში. მათ შორის, ეკონომიკაში, ქვეყნის სუვერენიტეტსა და რა თქმა უნდა, დემოკრატიაში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ეს თანამშრომლობა, - აღნიშნა ელჩმა. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩი დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა და პარლამენტში ანტიამერიკული ფლანგი  გაძლიერდა, ეს კელი დეგნანის და შალვა პაპუაშვილის პირველი შეხვედრა იყო.  

მსგავსი სიახლეები