ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახი 11 კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას - TI-ის კვლევა

05.10.22 13:40
ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახი 11 კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას - TI-ის კვლევა

ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს - კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს. 

დგინდება, რომ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს.

TI- ის ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - „ქართულ ოცნებას“ 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ  პირველად ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკურ ინტერესებზე კვლევა 2020 წელს გამოაქვეყნა. 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევით კი გაირკვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდიაც მიიღო. მიმართვების მიუხედავად, ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობაზე სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების  მხრიდან არ მომხდარა.

ვიქტორ ჯაფარიძე მმართველი პარტიიდან გავიდა და შეუერთდა დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომელიც მოძრაობა “ხალხის ძალას” აფუძნებს. ამავე დღეს მან   ტელეკომპანია “პოსტვ”-ის 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.

მსგავსი სიახლეები