გრეტა წიწავა დეპუტატი გახდა

05.10.22 14:12
გრეტა წიწავა დეპუტატი გახდა

88 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა "ოცნების" დეპუტატ თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გრეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა. 

თამარ ტალიაშვილი კი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა, შესაბამისად მას საკანონმდებლო ორგანოში უფლებამოსილება შეუწყდა.

მსგავსი სიახლეები