ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოშია

05.10.22 15:00
ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოშია

ნიკა ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია - ძალადობაში ბრალდებული  საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი განსანსჯელის სკამზე დაჯდება.

ნიკა ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. სპორტსმენი გახმაურებული საქმის განხილვას ბრალდბულის სტატუსით დღეს პირველად ესწრება.

მსოფლიოში ცნობილი სპორტმენის და მისი მეუღლის სასამართლო დავა დასკვნით ეტაპზეა.

ბრალდებულმა "ტვ პირველის" ჟურნალისტის არცერთ კითხვას არ უპასუხა. მისი თქმით, კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც პროცესები დასრულდება. 

როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება პროცესები, აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ",- უთხრა "პირველებს" სპორტსმენმა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესს დაესწრება დაზარალებული ნელი დოროყაშვილიც, შესაბამისად, 2 წლიანი სასამართლო დავის განმავლობაში ბასილაშვილი და დოროყაშვილი სასამართლო დარბაზში დღეს პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. 

პროკურატურა ცნობილ ჩოგბურთელს ოჯახში ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავება. 

მსგავსი სიახლეები