კანონის კოპირება, ქვეყნის კულტურის და გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, სწორი არ არის - სამნიძე
ოპოზიციას მიაჩნია, რომ დეოლიგაქრიზაციის შესახებ კანონი უკრაინულიდან კოპირებული არ უნდა იყოს. "რეფორმების" ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ კანონი ქვეყნის კულტურის, გამოცდილების, წარსულის და კონტექსტის გათვალისწინებით უნდა დაიწეროს.
კოპირება კანონის ქვეყნის კულტურის, გამოცდილების, წარსულის და კონტექსტის გათვალისწინების გარეშე არ არის სწორი. ნებისმიერ კანონზეა საუბარი და ნებისმიერ პრაქტიკაზე და ბუნებრივია, ეს შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, რომლის კოპირებასაც აპირებს „ქართული ოცნება“ უკრაინის მაგალითზე. რა თქმა უნდა, ამას არ დაეთანხმება ოპოზიცია, - ამბობს ხათუნა სამნიძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩი დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა და პარლამენტში ანტიამერიკული ფლანგი გაძლიერდა, ეს კელი დეგნანის და შალვა პაპუაშვილის პირველი მოალაპარაკებები იყო.
შეხვედრიდან გამოსვლისას კელი დეგნანმა პირდაპირ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწეროს და მისი რომელიმე სხვა ქვეყნის კანონიდან თარგმნა არასწორია.