დეოლიგარქიზაციის შესახებ "ოცნების" კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ - დეკანოიძე

05.10.22 15:34
დეოლიგარქიზაციის შესახებ "ოცნების" კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ - დეკანოიძე

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "ოცნების" მიერ ინიცირებულ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს  ენმ მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია უნდა შეეხოს იმას, ვისაც ქვეყნის მმართველობაზე აქვს უშუალო გავლენა. 

სხვა  ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზა, პირველი, არ შეიძლება რომ შეესაბამებოდეს ჩვენს საკანონმდებლო ბაზას და რელობას. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ამ საკნაონმდებლო ინიციატივას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ დეოლიგარქიზაცია ეს არის მმართველობაზე გავლენა, ეს არის მხოლოდ იმ ადამიანების ძალაუფლების შეზღუდვა, ვისაც მმართველობაზე აქვთ გავლენა. ასეთი ოლიგარქი არსებობს ერთი ადამიანი, - თქვა დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩი დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა და პარლამენტში ანტიამერიკული ფლანგი  გაძლიერდა, ეს კელი დეგნანის და შალვა პაპუაშვილის პირველი მოალაპარაკებები იყო. 

შეხვედრიდან გამოსვლისას კელი დეგნანმა პირდაპირ თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწეროს და მისი რომელიმე სხვა ქვეყნის კანონიდან თარგმნა არასწორია.

 

მსგავსი სიახლეები