მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, აწუხებს მაღალი წნევები და სიცხე - სააკაშვილის ადვოკატის საგანგებო განცხადება
მიხეილ სააკაშვილისჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, აწუხებს მაღალი სიცხე და წნევა - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.
მასიმო ანჯელო აცხადებს, რომ ინფორმაცია კლინიკის მთავარ ნევროლოგთან გადაამოწმა.
დღეს გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შეტევა მაშინ, როცა მის პალატაში იყვნენ პროკურორები. დღეს ველაპარაკე ,,,ვივა მედის" მთავარ ნევროლოგს, მან დამიდასტურა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან სწრაფად უარესდება. სანამ ის კლინიკაშია, მისი მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმდება.
სააკაშვილის წნევა მიუღებლად მაღალია, ყოველდღიურად უწევს მაღლა სიცხე, რასაც ვერ ხსნიან. ვერ იღებს საკვებს არა იმიტომ, რომ არ სურს, არამედ იმიტომ, რომ ორგანიზმი არ იღებს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, არ აქვს კლინიკაში სათანადო მკურნალობა.
ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი კობი ელის, როდის შეუშვებენ სააკაშვილთან, მაგარმ ამის უფლებას არ აძლევენ. მან ამისთვის ფრენა გადადო. - აღნიშნა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა.