კიევში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

06.10.22 11:12
კიევში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

ზუსტად სამ საათზე, კიევში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. დღეს უკრიანულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გასცემს თუ არა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის დაკითხვის სანქციას. 

თუ სასამართლო უკრაინის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების  ჩატარების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მისი აღსრულება უკვე ძალოვანებს უნდა დაევალოთ. 

სწორედ მათ, უნდა უზრუნველყონ სააკაშილის უკრიანაში გადაყვანა და იქ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, უკრაინა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას ითხოვს, თუმცა უფლებადამცველს ეჭვი ეპარება, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის ამის ნებართვა მისცეს.

"უკრაინის პროკურატურა ითხოვს ამ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას და მისგან ინფორმაციის მიწოდებას, თუმცა მე არ მგონია, რომ ამის საშუალებას პენიტენციური სამსახური მოგვცემს, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლების ინტერესში არ შედის. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, მისცემს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა საშუალებას, რომ თუნდაც ონლაინ რეჟიმში ჩაერთოს პროცესში. თუმცა ის, რომ უკრაინას სურს, საკუთარი მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის მიწვევა უკრაინაში, იმისთის, რომ გამოძიება იყოს სრულმხრივი, ეს ბუნებრივია“. - ამბობს თუთბერიძე.

მსგავსი სიახლეები