კალაძე-წულუკიანის დაპირისპირება - თბილისის მერმა კულტურის მინისტრი 25 ათასი ლარით დააჯარიმა
კალაძე წულუკიანის დაპირისპირება ახალ განზომილებაში გადავიდა. თბილისის მერმა კულტურის მინისტრი 25 ათასი ლარით დააჯარიმა.
ირკვევა, რომ სამინისტროს შენობის რეაბილიტაცია მინისტრმა დარღვევებით დაიწყო, რაც კალაძემ არ აპატია.
წულუკიანი პირველი მინისტრია, რომელიც მერიამ კანონდამრღვევად გამოაცხადაა.
"ენმ"-ს წევრი ირაკლი ნადირაძე აღნიშნულ ფაქტს უპრეცედენტოს უწოდებს.
კახა კალაძემ და თბილისის მერიამ 25 ათასი ლარით დააჯარიმა თეა წულუკიანი კულტურის სამინისტრო. ეს არის უპრეცედენტო. ფაქტიუად, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თბილისისი მერიამ სახელმწიფო უწყება დააჯარიმა. საკუთარი კაბინეტის მოსაწყობად წულუკიანმა არანაირი ნებართვა არ აიღო, ადგა, აი ესე მინდა და დაიწყო. ამიტომაც 25 ლარით დაჯარიმდა. მაგრამ დაჯარიმდა არა იმიტომ, რომ კახა კალაძე ყველას ერთნაირად და სამართლიანად უდგება, არა. შიდა დაპირისპირებაა კალაძესა და წულუკიანს შორის და ამ დაპირისპირების გამო“. - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
წულუკიანსა და კალაძეს შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება და ამის შესახებ "ნოდარ მელაძის შაბათი" ჯერ კიდევ ივნისში საუბრობდა. როგორც ჩანს, ახლა მერმა მინიტრს ახლა ძალის დემონსტირება დაუწყო.