დარწმუნებული ვარ, დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მორიგ ტყუილებს მოვისმენთ - ჩიხლაძე
ლევან დავითაშვილს დღეს პარლამენტში ელოდებიან.
ეკონომიკის მინისტრს მოუწევს პასუხი გასცეს ცენტრალურ კითხვებს: რატომ ღარიბდება მოსახლოება, იზრდება ინფლაცია და ფასები პროდუქტებზე.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, დღეს ეკონომიკის მინისტრისგან მორიგ ტყუილს მოვისმენთ.
ჩიხლაძე ამბობს, რომ დავითაშვილი იმ ტყუილების სერიას გააგრძელებს, რაც ღარიბაშვილმა დაიწყო.
„ეკონომიკური ზრდა და წინსვლა რომ იყოს, ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე არ გაიქცეოდა ყოველ წელს საზღვარგარეთ და ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე მექსიკის კედელზე არ იდგებოდა, რომ არალეგალურად გადავიდნენ სხვა ქვეყნის საზღვარზე. ეს არის ბლეფი, ეს არის ტყუილი და მე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვისმენთ ეკონომიკის მინისტრის მორიგ ტყუილებს. გაგრძელებას იმ ტყუილებისა, რაც დაიწყო ღარიბაშვილმა“. - ამბობს სერგო ჩიხლაძე.