უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე ვიხილეთ - ბონი ჯენკინსი

06.10.22 13:03
უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე ვიხილეთ - ბონი ჯენკინსი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოშია - ბონი ჯენკინსმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე განხორციელდა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ თავდასხმები და დეზინფორმაცია დიდი სქემის ნაწილია რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ, ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ჯენკინსის თქმით, ერთმა ადამიანმა შექმნა.

ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში შევხვდები "ქართული ოცნების" ლიდერებს იმისათვის რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები . შეხვედრების განმავლობაში  მოუთმენლად ველოდები, რომ გავაჟღერო გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი სამუშაოს მიმართ,  რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოში, იმისათვის რომ მხარი დაუჭიროს და წინ წასწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.

ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე ვიხილეთ. ეს არის დეზინფორმაციის ნაწილი, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა . აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ამერიკას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ისევე როგორც ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს"- თქვა ბონი ჯენკინსმა.

მსგავსი სიახლეები