სააკაშვილი სიკვდილის პირასაა - თემურ ჯანაშია
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
მესამე პრეზიდენტს მაღალი ტემპერატურა და მაღალი წნევა აქვს.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ „ვივამედის“ კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
სააკაშვილის თანაგუნდელმა ვიზიტი დროზე ადრე დაასრულა, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტს ლაპარაკის თავიც კი არ ჰქონდა.
ჯანაშიას თქმით, სააკაშვილი სიკვდილის პირასაა.
მიხეილ სააკაშვილი ფაქტიურად, ადამიანი აღარ არის, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170, საკვებს და წამლებს ვერ იღებს, არის ლოგინში.
ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა, საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. ერთადერთი, ელოდება იმ ექიმ კობის“. - ამბობს თემურ ჯანაშია.