რატომ დაუნიშნეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახს სოციალური დახმარება - ხმაური ხარაგაულის მერიაში
ხმაური და დაპირისპირება ხარაგაულის მერიაში - ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, ჩავიდა და პასუხს ითხოვს, რატომ დაუნიშნეს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახს სოციალური დახმარება, მაშინ, როცა დავით კიკნაძეს 4 000 -მდე ლარი აქვს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული.
ხაბეიშვილის ადგილზე მისვლის შემდეგ ხარაგაულის მერიასთან სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" აქტივისტები გამოჩნდნენ და ოპოზიციის ინფორმაციით, პროვოკაციის მოწყობა სცადეს.