"ოცნების" წევრები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ - ხარაგაულში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა
ხარაგაულში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - "ქართული ოცნების" აქტივისტები და ხარაგაულის საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ადგილზე მიგზავნილები ხაბეიშვილის საკრებულოდან გაძევებას ცდილობენ.
ხებეიშვილი ხარაგაულში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახს სოციალური დახმარება დაუნიშნეს.
აღსანიშნავია, რომ დავით კიკნაძე სოლიდურ ანაზღაურებას, 4 000 ლარს, იღებს. საჯარო სამსახურში ასევე დასაქმებულია კიკნაძის მეუღლე, ია ტაბატაძე. ის არის ხარაგაულის მერიის ფინანსისტი და მისი წლიური შემოსავალი არის 8000 ლარამდე.