რატომ არ დაკითხეს ვახტანგ გომელაური - კოკა კაციტაძე კითხვას ვერ პასუხობს
საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე, არ პასუხობს კითხვაზე, რატომ არ დაკითხეს შსს-ს მინისტრი სოსო გოგაშვილის მიერ გაჟღერებული მძიმე ბრალდების შემდეგ.
"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას, თუ თუ რატომ არ არის დაკითხული ამ დრომდე შსს-ს მინისტრი, როდესაც ის სოსო გოგაშვილმა ციხიდან პირდაპირ ამხილა, საგამოძიებო სამსახურის უფროსი პასუხის გაცემას თავს არიდებს.
„კითხვები გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც აღნიშნულ ღონისძებაში მონაწილეობდნენ. სამართალდამცველებთან და ამ კითხვების დასმა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მიმიდინარეობს გამოძიება. მიმდინარეობს გამოკითხვები ყველა იმ პირის, რომელიც ამ ღონისძებაში რაიმე ფორმით მონაწილეობდა. გამოძიება აკეთებს ყველაფერს. გაგეცით პასუხი და თუ გინდა, კიდევ დასვით ეს კითხვა“. - ამბობს კაციტაძე.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ციხის საშხაპეში ოთხჯერ გაიყვანეს, სადაც მასსა და გომელაურს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც შსს მინისტრი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სოსო გოგაშვილი ვახტანგ გომელაურის დაკითხვას ითხოვს.