ღვთისმსახურება პრეზიდენტის შეკვეთით - ლოცვა სვეტიცხოველში კომენდანტის საათის დროს ჩატარდა

24.04.21 11:04
ღვთისმსახურება პრეზიდენტის შეკვეთით - ლოცვა სვეტიცხოველში კომენდანტის საათის დროს  ჩატარდა

შეკვეთილი ლოცვა კომენტანტის საათის დროს- სვეტიცხოველში ღამე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ. ღამით ლოცვის უფლება კი მხოლოდ იმ ადამიანებს ჰქონდათ ვისაც კურთხება სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარმა მისცა. ტვ პირველს სასულიერო პირები უდასტურებენ, რომ მსახურებას ამ ტაძარში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხშირად უკვეთავს. ერთ-ერთი ასეთი შეკვეთილი წირვა სალომე ზურაბიშვილის თხოვნით ორი კვირიის წინაც ჩატარდა.

პრეზიდენტმა ტვ პირველის შეკითხვებს არ უპასუხა.