საქართველოში სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - ლევან დავითაშვილი

06.10.22 16:21
საქართველოში სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - ლევან დავითაშვილი

ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლი ისტორიულ მინიმუმზეა- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პარკლამენტში მინისტრის საათის მიმდინარეობისას განაცხადა. 

შეგვიძლია, თქვათ, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმზეა სიღარიბის დონე, თუმცა, გვესმის, რომ სიღარიბის დონე ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

საქართველომ ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად შეძლო ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გაგრძელება. 

ეს ზრდა შესაბამისად აისახა დასაქმების ზრდაზეც, როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში.

მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 4%-ით შემცირდა. ეკონომიკაში დაფიქსირებულ ძირითად  ტემპებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რა გეგმა აქვს სამინისტროს ინფლაციასთან გასამკლავებლად; რატომ იწევს ფასები პროდუქტებზე; რამ გამოიწვია მოქალაქეების მდგომარეობის გაუარესება; როგორ აპირებს უწყება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისე, რომ ადამიანები ქვეყნიდან არ გარბოდნენ. - ეს და სხვა კითხვები დღეს მინისტრს დეპუტატებმა დაუსვეს.

მსგავსი სიახლეები