ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ჩუმი თანამონაწილეა - ბეჟაშვილი

06.10.22 15:22
ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ჩუმი თანამონაწილეა - ბეჟაშვილი

მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია. ის ლოგინიდან ვერ დგება, ამიტომ ცოტა ხნის წინ კლინიკაში მესამე პრეზიდენტისთვის გადასაადგილებელი საშუალება, როლატორი  მიიტანეს.  

მესამე პრეზიდენტის გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობს მისი თანაგუნდელი ლევან ბეჟაშვილი.

„ენმ“-ს წევრი პირდაპირ ადებს ხელს მმართველ გუნდს და ამბობს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ჩუმი თანამონაწილეა. 

„ბოლო დღეებში, მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ნაცვლად იმისა, რომ ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაწეოდა მას, ძალით, გაუფრთლებლად სასამართლო პროცესი ჩაუტარეს მას პალატაში. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ხდება ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში ჩუმი მონაწილეობა. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, როგორია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა ჩუმი თანამონაწილეობით არიან ჩართულები ამ პროცესში“. - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

მსგავსი სიახლეები