დაუშვით სასწრაფოდ ექსპერტები - ,,ვივა მედში" მიხეილ საააკაშვილის ძმა მივიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. კლინიკა ,,ვივა მედთან" მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, თანაგუნდელები და ოჯახის წევრები მივიდნენ.
მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა, ხელისუფლების მისამართით საგანგებო მიმართვა გააკეთა და მოუწოდა, დაუშვან ექსპერტები მესამე პრეზიდენტთან.
მდგომარეობა ძალიან მძიმეა, აქ გუშინაც ვიმყოფებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია კიდევ უფრო რთულია. თემურ ჯანაშია იყო შესული და მითხრა, რომ ბევრად გართულებულია მდგომარეობა. მეტყველებაც უჭირს.
გუშინ ველოდებოდით ექსპერტების შესვლას, ერთი შეუშვეს, ხოლო მეორეს არ მიეცა ამის საშუალება. აქ ელემენტარულზეა საუბარი.
მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, აქ ხუმრობის დრო არ არის, საქართველოს პრეზიდენტზეა საუბარი, ჩვენ ვითხოვთ კატეგორიულად, დაუშვან ექსპერტები. მოხდეს მთავრობის მხრიდან დროული რეაგირება, მიეცეს სააშუალება ექსპერტებს, დადონ რაც შეიძლება მალე დასკვნა, რათა მივმართოთ სასამართლოს მისი საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.