თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი ამერიკის ელჩზე, გვარამიას და მელიას შესრულებით - ირაკლი კობახიძე
თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი ამერიკის ელჩზე, გვარამიას და მელიას შესრულებით - ასე ეხზმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდიომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მწვავე გზავნილს, რომლის მიხედვითაც, "უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე განხორციელდა".
კობახიძე ამტკიცებს, რომ ამერიკის ელჩზე კრიტიკული განცხადებები მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ გაკეთებული.
თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი ამერიკის ელჩზე, გვარამიას და მელიას შესრულებით. სხვა თავდასხმა მე არ მახსენდება.
ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე საუბარს იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით გარკვეულ ურთიერთობებს, მოცემულობას, ინტერესებს, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც.
რაზეც ისინი საუბრობენ, ის არ არის მათ განკარგულებაში არსებული ინფორმაციის არა თუ 100%, არამედ, 50%-იც კი - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.