სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სუსს სახლის აღწერის უფლება არ მისცეს

06.10.22 17:27
სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სუსს სახლის აღწერის უფლება არ მისცეს

სოსო გოგაშვილის ოჯახმა უარი განუცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს, განეხორციელებინათ სახლის აღწერა და ექსპერტიზა.

ავთო ვარაზის ქუჩაზე,  სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციიის წარმომადგენლები  და ექსპერტი ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, გოგაშვილის ოჯახის უარი დაფიქსირებულია და მომდევნო სამართლებრივი ქმედება იქნება ის, რომ მიმართავენ სასამართლოს, უზრუნველყოს მათი საქმიანობის ხელშეწყობა.

სოსო გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის, განმარტებით. საქართველოს ხელისუფლება მათ მორალურ ტერორში ამყოფებს და ისინი ამიერიდან ელოდებიან, რომ სახლში სპეცრაზმი კვლავ შემოვარდება.

 

მსგავსი სიახლეები