გაშიფრულია ყველა ის საჯარო მოხელე, ვინც ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხა
სოფლის რწმუნებულები, გამგებლები, მუზეუმის დირექტორი, მისი თანამშრომლები და პარტაქტივი - "ტვ პირველის" მიერ გაშიფრულია ყველა ის საჯარო მოხელე, ვინც დღეს ხარაგაულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხებეიშვილს თავს დაესხა.
არეულობის მთავარი ორგანიზატორი, ხარაგაულის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძეა, რომელმაც ლევან ხაბეიშვილს შეურაცხყოფა სახალხოდ მიაყენა.
კადრებში ჩანს, მოლითის რწმუნებული - სპარტაკ ლაცაბიძე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.
ლევან ხებეიშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდა საკრებულოს დეპუტატი, შმაგი ხიჯაკაძე.
ოპოზიციის გასანეიტრალებლად, ქუჩაში იყო გამოსული და აგრესიულად იქცეოდა, ხარაგაულის მუზეუმის დირექტორი, ეკატერინე შველიძე.
"პირველებმა" კიდევ ერთი აგრესიული ჩინოვნიკი გაშიფრა, ის კიცხის რწმუნებული, პაატა ბერიძეა. არსებული ინფორმაციით, ეს უკანასკნელი გერმანიაში ძეხვის ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს.