დავით კიკნაძე ამტკიცებს, რომ სოციალურ სამსახურს დახმარების მოხსნის თხოვნით არაერთხელ მიმართა

06.10.22 17:58
დავით კიკნაძე ამტკიცებს, რომ სოციალურ სამსახურს დახმარების მოხსნის თხოვნით არაერთხელ მიმართა

 ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძე ამტკიცებს, რომ სოციალურ სამსახურს დახმარების მოხსნის თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ მისი ოჯახისთვის შემწეობა 2019 წლის შემდეგ არ მოუხსნიათ. 

უდანაშაულო არცერთი არ ვართ, იესო ქრისტე იყო (...)  გაარჩიეთ თეთრი და შავი, ინფორმაციის არასწორად გავრცელების გამო, თქვენი ტელევიზიის წინააღმდეგ სარჩელი შემაქვს. (სოციალური დახმარება) 2019 წლიდან ჩემი ოჯახის წევრებს, ბავშვებს, მე არა, არც ჩემს მეუღლეს... 

შეტანილი მაქვს, რომ მომიხსნან (სოციალური დახმარება), ბევრჯერ სხვათაშორის და პანდემიის გამო ვერ ამოწმებენ...

მე როგორც თანამდებობის პირმა, ჩემს თავში ვიგრძენი მორალური პასუხისმგებლობა რამდენჯერმე მივედი და განვაცხადე, სატელეფონო ზარიც მქონდა"- ამბობს საჯარო მოხელე. 

ოპოზიციის ინფორმაციით, დავით კიკნაძის ოჯახს, სოციალური დახმარება ერიცხება. ეს მაშინ, როცა  საჯარო მოხელეს სოლიდურ ანაზღაურებას, 4 000 ლარს, იღებს. საჯარო სამსახურში ასევე დასაქმებულია კიკნაძის მეუღლე, ია ტაბატაძე. ის არის ხარაგაულის მერიის ფინანსისტი და მისი წლიური შემოსავალი არის 8000 ლარამდე.  

მსგავსი სიახლეები