კიევის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

06.10.22 18:08
კიევის სასამართლომ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

კიევის ბორისპოლის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.  

სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სამინისტროს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. 

როგორც უფლებადამცველმა "პირველებს" უთხრა, მიხეილ სააკაშვილის გადაცემა უნდა მოხდეს დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის. 

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იქნება, პატიმარი დააბრუნოს საქართველოში საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე. 

 

მსგავსი სიახლეები