დაპირისპირება ივანიშვილის გუნდში - კახა კალაძემ თეა წულუკიანი 25 ათასი ლარით დააჯარიმა

06.10.22 20:09
დაპირისპირება ივანიშვილის გუნდში  - კახა კალაძემ თეა წულუკიანი 25 ათასი ლარით დააჯარიმა

დიდი დაპირისპირება ივანიშვილის გუნდში - ხელისუფლების ორ ყველაზე გავლენიან პირს, კალაძესა და წულუკიანს, შორის ღია ომი დაიწყო. 

დედაქალაქის მერმა კულტურის სამინისტრო შენობის გარე ფასადის უნებართვო რემონტის გამო სოლიდური თანხით, 25 ათასი ლარით, დააჯარიმა. ამ ფაქტს წულუკიანის უწყებაში საგულდაგულოდ მალავდნენ, თუმცა დაპირისპირების დეტალები მაინც გამჟღავნდა, რის შემდეგაც სამინისტრო იძულებული გახდა, ჯარიმაც გადაეხადა და  ნებართვაც აეღო მერიიდან სამუშაოების გასაგრძელებლად.

ეს იყო კალაძის პასუხი თეა წულუკიანის საჯარო პროტესტზე -  უკვე ერთი წელია, თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო წულუკიანის წარმომადგენლებმა დემარშით დატოვეს.

ვრცლად იხილეთ ლიზა ლასარეიშვილი რეპორტაჟი

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები