ბიძინა ივანიშვილი და პრორუსი ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი, ოფიციალური ბიზნესპარტნიორები გახდნენ
ბიძინა ივანიშვილი და პრორუსი ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი, ოფიცილური ბიზნესპარტნიორები გახდნენ. ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია -საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ" - კომპანია ,,სულაჟერის" წილის 35%-ის მფლობელი გახდა. გარიგება საჯარო რეესტრში 2022 წლის 5 სექტემბერს აისახა.
დავით ხიდაშელი ცნობილი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის, პარტნიორი და ბიზნესების მმართველია. ევტუშენკოვი კი - ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი. მათი საუბრის აუდიო ჩანაწერები 2022 წლის აპრილში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოში ერთობლივი ბიზნესპროექტების და სტუმრობის შესახებ იყო საუბარი.