"დაუყოვნებლივ უნდა დასანქცირდნენ" - ირაკლი ნადირაძე ივანიშვილსა და ხიდაშელზე
ივანიშვილი- ხიდაშელის ბიზნესპარტნიორორბა - ოპოზიცია ფიქრობს, რომ პრორუსი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის უკან, რეალურად, ცნობილი რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი დგას.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილიც და ხიდაშელიც აუცილებლად უნდა დასანქცირდნენ.
ის, რომ ევტუშენკოვი არის ბიძინა ივანიშვილის ძმაკაცი, უახლოესი პარტნიორი და გულშემატკივარი, ამაზე საყოველტაოდ არის უკვე ცნობილი და ხიდაშელი, მისი წარმომადგენელი, როელსაც ურიგებენ მილიონობით ლარის ხალხის ქონებას, წარმოადგენს ამ ორ ოლიგარქ ადამიანს. სწორედ ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა დასანქცირდნენ ეს ადამიანები, - ამბობს ირაკლი ნდარიძე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და პრორუსი ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი, ოფიცილური ბიზნესპარტნიორები გახდნენ. ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია -საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ" - კომპანია ,,სულაჟერის" წილის 35%-ის მფლობელი გახდა. გარიგება საჯარო რეესტრში 2022 წლის 5 სექტემბერს აისახა.
დავით ხიდაშელი ცნობილი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის, პარტნიორი და ბიზნესების მმართველია. ევტუშენკოვი კი - ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი. მათი საუბრის აუდიო ჩანაწერები 2022 წლის აპრილში გამოქვეყნდა, სადაც საქართველოში ერთობლივი ბიზნესპროექტების და სტუმრობის შესახებ იყო საუბარი.