"დირიჟორიც ეყოლება ამ ყველაფერს" - ბაჩო დოლიძე ნიკა მელიას მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე

07.10.22 11:18
"დირიჟორიც ეყოლება ამ ყველაფერს" - ბაჩო დოლიძე ნიკა მელიას მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე

ნიკა მელიას მიმართ იოსებ თოფურიძის ბრალდებებს "ნაციონალურ მოძრაობაში" სიცრუეს უწოდებენ. საუბარია კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ის ამბობს, რომ  რომ პარტიას მელიას შენხვა  წელიწადში მილიონზე მეტი უჯდება. 

ენმ-ს საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შეტევას დირიჟორიც ჰყავს, რომელიც დამალული ვერ დარჩება. 

ვხედავ, რომ ორკესტრირებულად მიმდინარეობს, ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად, ეს შემოტევები. გუშინ რაც გავრცელდა ამ ვაჟბატონის მიერ ეს ცრუ ინფორმაცია, ოთონდ ეს ის ბატონია, რომლის გამო დღესაც კი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიჯური პრობლემა აქვს. დირიჟორიც ეყოლება ამ ყველაფერს, ამაში დარწმუნებული ვარ. გამოჩნდება, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცეები არ იმალება. როდესაც ბევრ ადამიანს ეპოტინები და  გინდა აქციო ინტრუმენტად, რომელსაც ზარალის მეტი არაფერი მოაქვს, საბოლოო ჯამში, გიბრუნდება ეს ყველაფერი. ან ყოფილ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ან მოქმედი სუსის შტატგარეშე თუ ოფიციალური თანამშრომლები, - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები