"ხელისუფლების მიერ მართულია" - რომან გოცირიძე ნიკა მელიას მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე

07.10.22 11:26
"ხელისუფლების მიერ მართულია" - რომან გოცირიძე ნიკა მელიას მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე

ნიკა მელიას მიმართ გაჯღერბულ ბრალდებებს ენმ-ში აბსურდულს უწოდებენ. საუბარია კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ის ამბობს, რომ  რომ პარტიას მელიას შენხვა  წელიწადში მილიონზე მეტი უჯდება. 

პარტიის წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აგორებული ორგანიზებული კამპანია, ხელისუფლების მიერ მართულია. 

მიდის  ორგანიზებული კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რომელიც არის ხელისუფლების მიერ მართული, იგონებენ სხვადასხვა ჭორებს... ყველა ინფორმაცია, რომელიც იქნა გამოქვეყნებული, არის არასწორი, აბსურდულია, მე ვიტყოდი, ვინაიდან შეუძლებელია, რომ თურმე ნიკა მელია თავის თავზე ხარჯავს თვეში ერთნახევარ მილიონს, რაც წელიწადში გამოდის 18 მილიონი. 18 მილიონი საერთოდ  არ იხარჯება, მთელი პარტიის ბიუჯეტი არ არის. ამ შემტხვევაში მას არ უნდა ეძინოს არცერთი საათი დღე-ღამეში, - ამბობს გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები