პარლამენტში სახალხო დამცველს ელოდებიან
კლანი სასამართლო სისტემაში, 5 ივლისის დღემდე გამოუძიებელი საქმე, მოსმენების სკანდალი და გავლენები ციხეებში - დღეს პარლამენტში ნინო ლომჯარიას მოუსმენენ.
სახალხო დამცველი ყოველწლიური ანგარიშით დეპუტატების წინაზე ზუსტად 12 საათზე წარსდგება.
ეს იქნება ლომჯარიას თანამდებობაზე ყოფნის ბოლო ანგარიში. მანამდე "ქართულმა ოცნებამ" ეს ანგარიში საკომიტეტო ფორმატში მოისმინა და ფაქტობრივაად არც ერთი შენიშვნა მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე ჩაივილის.
პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში წლიდან წლამდე დამძიმებული სისტემური პრობლემები ჩანს.
ძალიან შემაშფოთებელი და თვალსაჩინოა, რომ წლიდან წლამდე, სახალხო დამცველის ანგარიშში ჩანს უცვლელი ან კიდევ უფრო დამძიმებული სისტემური პრობლემები. მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც ახლა ლომჯარიას წნეხში გატარებას კომიტეტზე და სესიაზე აქვს არის ის, რომ იმას, ვინც ახლა გახდება სახალხო დამცველი, ოცნებამ კარგად აუხსნას, რა არ უნდა გააკეთოს ახალმა სახალხო დამცველმა“. - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.