უნდა გავერთიანდეთ, თავისუფლება დიდ იდეას, მუხტს და ბრძოლას მოაქვს - დავით ჭიჭინაძე
,,ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძ,ე ხელისუფლების შესაცვლელად ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თავისუფლება ბრძოლას მოაქვს.
ჭიჭინაძის თქმით, „ოცნების“ ე.წ სახეებს პოლიტიკა ფულზე და ვაჭრობაზე დაჰყავთ, რადგან მისი თქმით, ისინი თვითონ არიან პატარა ადამიანები.
ოცნების“ ე.წ სახეები თვითონ არიან პატარა ადამიანები და იმიტომ ცდილობენ ხალხის დამცირებას.
იმიტომ დაყავთ მთელი პოლიტიკა ფულზე და ვაჭრობაზე.
და სანამ ჩვენ, ყველა ერთად არ გავალთ მევახშური, ვაჭრუკანული პოლიტიკიდან, არაფერი გვეშველება.
სწორედ ამის შესაცვლელად უნდა გავერთიანდეთ, რადგან თავისუფლება დიდ იდეას, მუხტს, ბრძოლას მოაქვს.
და არც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დარბოდნენ კარტოფილებით და ზეთებით არჩევნებზე!
„ქართულ ოცნებისთვის“ კი იმის ლეგიტიმაცია ნამდვილად არავის მიუცია, რომ იმ ბოროტების იმპერიაში დაგვაბრუნონ, საიდანაც ამ ორმა ადამიანმა, ეს ქვეყანა გამოგლიჯა!"- ამბობს დავით ჭიჭინაძე.