ნიკა მელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან სუსი დგას - ლევან ბეჟაშვილი

07.10.22 13:26
ნიკა მელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან სუსი დგას - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ იოსებ თოფურიძის ბრალდებებში, რომელიც მან ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართა, არა ვანო მერაბიშვილი, არამედ სუსი დგას.

პარტიის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, გავრცელებული გამოთქმა, რომ "სუსის ყოფილი თანამშრომლები არ არსებობენ", აქტუალურია. 

სოსო თოფურიძე 10 წლის განმავლობაში არ დაინტერესებულა არც ქართული პოლიტიკით, არც „ნაციონალური მოძრაობით“. დევნილობაშია და არამკითხე მოამბესავით გამოხტა ახლა და რაღაცა აბსურდულ ინფორმაცაის ავრცელებს. როგორც ჩანს, გავრცელებული გამოთქმა, რომ „ყოფილი სუსის თანამშრომლები არ არსებობს“, ახლა ნამდვილად ძალაშია, იმიტომ, რომ თუ არა სუსის ნარატივი და სუსის მიერ აგორებული კამპანია, მათ შორის, ონლაინ და“ფეისბუქ“ სივრცეში, ენმ-ს წინააღმდეგ, ეს განცხადება, დარწმუნებული ვარ, არ იქნებოდა. 

პარტიაში არანაირი დაპირისპირება და ძალთა გადანაწილება არ ხდება. აზრთა სხვად ა სხვაობა ყოველთვის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
 

იოსებ თოფურიძემ ცოტ ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას შენხვა ენმ-ს მილიონახევარზე მეტი უჯდება.

მოგვაინებით ბრალდებებს ენმ-ს თავმჯდომარემ უპასუხა და კარტების გახსნა დააანონსა. 

მსგავსი სიახლეები