ლომჯარიასთან ერთადერთი კითხვა მაქვს, როდის გახდა ის ,,ნაცმოძრაობის" აქტივისტი? - ზარქუა
,,ოცნებას" კიდევ ერთი თავდასხმა აქვს დაგეგმილი - უმრავლესობის დეპუტატები არ მალავენ, რომ ომბუდსმენთან კრიტიკული კითხვები აქვთ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახალხო დამცველი მიკერძოებულია და მისი დასკვნები საფუძველსაა მოკლებული.
ლომჯარიასთან ერთადერთი კითხვა მაქვს, როდის გახდა ის ,,ნაცმოძრაობის" აქტივისტი, დანიშვნამდე, თუ დანიშვნის შემდეგ? მასთან ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არის არა სახალხო დამცველი, არამედ, ერთი ოპოზიციური პარტიის ჩვეულებრივი აქტივისტი. ეს ფაქტი გამოიკვეთა მის მიერ გახმოვანებულ არაერთ თემაში.
ამდენი ხნის განმავლობაში მმართველმა პარტიამ მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის, ,,ენმ"-ს უფლებები ,,დაარღვია", სხვა პარტია არ არსებობს? ან სხვა მსჯავრდებული სააკაშვილის გარდა არ არსებობს?! - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა.
პარლამენტში სახალხო დამცველს უსმენენ.