სააკაშვილის თანაპარტიელებს მხოლოდ შიდა პარტიული ბიუჯეტის გადანაწილება აინტერესებთ - თალაკვაძე

07.10.22 13:37
სააკაშვილის თანაპარტიელებს მხოლოდ შიდა პარტიული ბიუჯეტის გადანაწილება აინტერესებთ - თალაკვაძე

კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ოპოზიციისგან განსხვავებით "ქართულ ოცნებას" ეჭვი არ შექვს. არჩილ თალაკვაძის მტკიცებით,  მიხეილ სააკაშვილის საქმიანობიდან დისტანცირების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობაში" ფულის, გვალენებისა და ტელევიზიების გაყოფის საკითხები დადგა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ფულის, გავლენების და ტელევიზიების გადანაწილების პროცესი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს პარტია ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია და როდესაც დღეს ეს ერთი კაცი კანონის საფუძველზე არის დისტანცირებული პარტიის მართვის პროცესიდან, ხედავთ, რომ მის თანაპარტიელებს აინტერესებთ ერთადერთი: თუ როგორ გადაინაწილონ შიდა პარტიული ბიუჯეტი. სოსო თოფურიძის განცხადებამ, რეალურად, დაადასტურა ის განცხადებები, რაც მანამდეც მოვისმინეთ სხვადასხვა წყაროდან, - თქვა თალაკვაძემ

იოსებ თოფურიძემ ცოტ ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას შენხვა ენმ-ს მილიონახევარზე მეტი უჯდება.

მოგვაინებით ბრალდებებს ენმ-ს თავმჯდომარემ უპასუხა და კარტების გახსნა დააანონსა. 

 

მსგავსი სიახლეები