"ნაციონალური მოძრაობა" ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას - თოფურიძე ენმ-ს ემუქრება

07.10.22 15:48
"ნაციონალური  მოძრაობა"  ელოდოს  ჩემგან  ბადის  ტყორცნას - თოფურიძე ენმ-ს ემუქრება

კუდის ექსმაღალჩინოსანი "ნაციონალურ მოძრაობას" ემუქრებაა. ნიკა მელიაზე თავდასხმის შემდეგ სოსო თოფურიძე განცხადებას ავრცელებს.

თოფურიძე აანონსებს, რომ სათქმელი უფრო მეტი აქვს და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისგან  ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს. 

პატივცემულო  საზოგადოება 
მოგმართავთ  თქვენ ,   რომ  გაიგოს   ერთიანმა  ნაციონალურმა  მოძრაობამ ! 
ეს,  გახლავთ, ნომერ  პირველი  ოპოზიციური  ძალა   და  ძლიერი  პოლიტიკოსები ?!
გუშინ ,  ეს,  რა  ცირკი ,  რა  მარაზმი   მოაწყვეს !!!
მე,  ჩემს  ფეისბუქ  გვერდზე დავწერე  ის,  რაც  დავწერე! 
არც , პრესკონფერენცია  მომიწყვია,   არც, ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის  და  არც  კონკრეტული გვარები  დამისახელებია ,  გარდა  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის , ვისზეც,  უდავოდ, სამწუხაროდ , ბევრი  პოლიტიკოსი თუ რიგითი  საზოგადოების  წევრი  გამოთქვამს ღიად თუ  დაფარულად უკმაყოფილებას !
ნაციონალური მოძრაობა , ჩემს მიერ  ფეისბუქში(!)  დაწერილ  ინფორმაციაზე ,
ან,   
უდა  გაჩუმებულიყო,
ან,  
პარტიის  სხდომას  თუ  აწყობდნენ , დამამტკიცებელი დოკუმენტაცია  წარდეგინათ  საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ,  რომ   გავრცელებული ინფორმაცია  მცდარია!  
ნაცვლად,  სიმართლისა , წარმოუდგენელი
ისტერიკა  მოაწყვეს  და  სულ  უფრო  მეტი დაბნეულობა  შემოიტანეს  საზოგადოებაში !   
გამოცდილმა, პოლიტიკოსმა, ბატონ  რომან გოცირიძემ,  კარგად  აღნიშნა, რომ  ხომ  შეიძლება  მე , მცდარი  ინფორმაცია  დამეწერა ფეისბუქში ? 
დეპუტატების  არაფრისმთქმელი ,  უაზრო  ისტერიკა  რა  საჭირო იყო?!  
ჩემს  გადაგდებულ  ანკესზე  ,  ჯერ  პარტიის  თავმჯდომარე  წამოეგო და  შემდეგ  რამოდენიმე  პოლიტიკოსი !
კი , ბატონო ! 
ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობა  ელოდოს  ჩემგან 
ბადის  სტყორცნას !  
დაპირისპირება მიღებულია !
ვინ ,  ვის  მართავს ,  საზოგადოება მალე გაიგებს !


 

აღნიშნულ წერილს წინ იოსებ თოფურიძის სხვა პოსტი უძღოდა. კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას შენხვა ენმ-ს მილიონახევარზე მეტი უჯდება.

მოგვაინებით ბრალდებებს ენმ-ს თავმჯდომარემ უპასუხა და კარტების გახსნა დააანონსა. 

 

მსგავსი სიახლეები