ასეთ მდგომარეობაში საერთოდ არასდროს მინახავს - გიული ალასანია მესამე პრეზიდენტზე
მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილთან ამერიკელ ექიმს არ შუეშვებენ, ეს დანაშაული იქნება და ამას რეაგირება მოჰყვება.
ჩვენ ველოდებით ექიმის შეყვანას. მე ყოველდღე შევდივარ და კარსგ ვერაფერს ვნახულობ. გუშინ განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის მისი ნახვა, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში საერთოდ არასდროს მინახავს. ადამიანი ფეხს ვეღარ ადგამს. ყველა პატიმარს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს ერთჯერადად... ეს უნდა დაუკმაყოფილონ და ვინც ამას არ დააკმაყოფილებს, ასევე, კანონით ისჯება, - თქვა გიული ალასანიამ.
კლინიკის ხელმძღვანელობასთან დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ სააკაშვილის ოჯახმა "ვივა მედის" დირექტორისგან, ნინო ნადირაძისგან დაპირება მიიღო, რომ გააკეთებნ ყველაფერს იმისთვის, რომ ნობელიანტი ექიმი სააკაშვილის პალატაში შეუშვან.
პირადად მე ვიყავი, მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, - თქვა მესამე პრეზიდენტის დედამ.
ამ წუთებში კლინიკასთან სააკაშვილის ოჯახის წევრები, პოლიტიკური თანაგუნდლეები და ადვოკატები საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან.