ხერხემლის დაზიანება აქვს და ჩამოშლილი აქვს ნერვიული სისტემა - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე
ადვოკატი ვალერი გელბახიანი, რომელმაც მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივა მედში" ცოტა ხნის წინ მოინახულა, მისი გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს. ინტერესები დამცველი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხერხემლის დაზიანება აქვს და ასევე, ცამოშლილი აქვს ნერვული სისტემა.
ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკის ინტერესი არ აქვს და ამ ინფორმაციას პირადად მისგან ფლობს.
საოპერაციო გახდება ძალიან მალე. ხერხემლის დაზიანება აქვს, მალების და ჩამოშლილი აქვს ნერვიული სისტემა მთლიანად. ასევე, შესაძლოა, რომ ამ ექიმის რჩევით ამერიკაშიც კი წავიდეს სამკურნალოდ. ხერხემლის მალების დაზიანება აღმოაჩნდა. მხოლოდ ეს არ არის აქაური ექიმების დიაგნოსტიკა, ეს არის ამერიკელი ექიმების დიაგნოზი. და სიცხეების გამოწვეული ნერვიული სისტემის ჩამოშლის შედეგად და არა სხვა მიზეზით. მას აქვს ინფორმაცია, რომ ასქართელოს იუსტიციის სამინისტროს აქვს უკვე მიღებული ეს დოკუმენტი. ‘მე მხოლოდ რებაილიტაცია და ჯანმრთელობა მაინტერესებს ჩემი“, -დანარჩენი არანაირ პოლიტიკაზე, არანაირ პროცესზე პოლიტიკურზე... მეც მთხოვა, რომ თავი შეიკავეთ ყველამ, ადვოკატებმაც, პოლიტიკოსებმაც თუნდაც ნიუნსებთან დაკავშირეით, - თქვა გელბახიანმა.