როგორც გახარია არის ,,კოკაინშიკი", ისევე მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი - დავით ფარცვანია

07.10.22 15:35
როგორც გახარია არის ,,კოკაინშიკი", ისევე მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი - დავით ფარცვანია

გახარიას პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია ბრალდებებს უარყოფს. ,,პირველებთან" საუბარში ის დიდი ფულის სანაცვლოდ პარტიიდან ამბების გამოტანას კატეგორიულად გამორიცხავს და ყოფილ თანაგუნდელებს  ბრალდებას იქით უყენებს.

დავით ფარცვანია აცხადებს, რომ გახარის პარტიაში მას ძველებური, ,,კაგებეშნიკური" მეთოდით საქმე  შეუთითხნეს.

როგოორც ბატონი გახარია არის ,,კოკაინშიკი", ისევე მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი. ყველამ იცოდა შესაბამისი სიგნალებით, რომ ჩემსა და ამ პარტიას შორის ბმა არ არსებობდა. გახარიამ იცოდა მიზეზები თავიდან ბოლომდე, განცხადებაც კი დავწერე და შემდგომ პირველი ტყუილი, რომ მე გამრიცხეს პარტიიდან.

რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის საბჭოთა ,,კაგებეშნიკური" მიდგომა . ძალიან მარტივია, ფაქტი დადონ! ერთ საათში მომიგონეს ეს ამბავი, რომელიც არის სრული აბსურდი - განაცხადა დავით ფარცვანიამ.

 

მსგავსი სიახლეები