ვინ მოგცათ უფლება, რომ ირაკლი კობახიძეს ლეგიტიმაციას უწუნებთ? - წილოსანი ლომჯარიას

07.10.22 15:35
ვინ მოგცათ უფლება, რომ ირაკლი კობახიძეს ლეგიტიმაციას უწუნებთ? - წილოსანი ლომჯარიას

ომბუდსმენის მწვავე ანგარიშს ოცნების წევრები კრიტიკით შეხვდნენ.

ნინო წილოსანმა ნინო ლომჯარიას უთხრა, რომ მან 5 წლის მანძილზე დიდი ტრანსფორმაცია განიცხადა.

უმრავლესობის წევრმა სახალხო დამცველი მიერ 2022 წელს კობახიძის მისამართით ნათქვამი სიტყვებიც გაიხსენა და ლომჯარიას უთხრა, რომ არ აქვს უფლება, რომ კობახიძეს ლეგიტიმაცია დაუწუნოს.

მე მინდა ამ 5 წლის მანძილზე თქვენს ტრანსფორმაციაზე ვისაუბრო
 

2017 წელია - ამ უმრავლესობით ჩემი მხარდაჭერა ძალიან სასიამოვნოა.
 

2022 წელია - მეხუტრე წელია გამოვდივარ პარლამენტში და შეგრძნება მაქვს, რომ პარლამენტის წევრებს მმართველი აპრტიიდან უბრალოდ არ ესმით რა ფუნქიცა აქვს სახალხო დამცველს.
 

2022 წელს [თქვით] - "კობახიძე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიმაჩნია, დასავლეთში არანაირი აღიარება არ აქვს". თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის ლიდერს, თავმჯდომარეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ?“ - თქვა წილოსანმა.
 

მსგავსი სიახლეები