ხალხის მწამებელი და ,,ნაციონალებთან" გარიგებული- დაპირისპირება თბილისის საკრებულოში
ხალხის მწამებელი და ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებული - თბილისის საკრებულო ცოტახნის წინ დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა.
სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიცონერმა დეპუტატებმა მმართველი გუნდის წევრებს მოსთხოვეს გეგმა, როგორ აპირებენ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის განმუხტვას.
საკრებულოს უმრაველობის დეპუტატებიც პრობლემას აღიარებენ, თუმცა რა ეშველება დედაქალაქს - კონკრეტულ ვადებზე ვერაფერს ამბობენ.
მწვავე კითხვებმა წყობიდან ,,ოცნების" დეპუტატი, გივი ჩხარტიშვილი, გამოიყვანა.
ნუ კივით, თქვენ ყველა ხართ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებული პარტიები, ხალხის გამაუპატიურებლები, მწვალებლები - მიმართა ,,ოცნების" დეპუტატმა საკრებულოს ოპოზიციას.
მეორე საკითხი, რამაც სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია, ნაფეტვრების ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობის თემა გახდა.
ოპოზიციის მტკიცებით, ვაკის რაიონში, ნაფეტვრების ტერიტორიაზე, მიწა კვადრატული მეტრი 12 დოლარად იმიტომ გაიყიდა, რომ იქ სპორტული კომპლექსი აშენებულიყო, თუმცა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა და იქ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა.
საკრებულოს სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება