ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, ნუ დააყენებთ ჩემს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ - სააკაშვილის წერილი „ვივამედის“ დირექტორს

07.10.22 17:27
ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, ნუ დააყენებთ ჩემს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ - სააკაშვილის წერილი „ვივამედის“ დირექტორს

რამდენიმე წუთის წინ, ოჯახმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის წერილი გაასაჯაროვა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნულ მიმართვაში აცხადებს, კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებაზე მისი სიცოცხლეა დამოკიდებული.

,,მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა. გთხოვთ პასუხი გამცეთ დღესვე, თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

წერილი მედიას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი ჩალაძემ მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები