არა ამნისტიის კანონპროექტს - 20 ივნისის დაზარალებულები აქციებს აანონსებენ

24.04.21 12:16
არა ამნისტიის კანონპროექტს - 20 ივნისის დაზარალებულები აქციებს აანონსებენ

არა ამნისტიის კანოპროექტს - 20 ივნისის დაზარალებულები ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას ეწინააღმდეგებიან და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. აქტივისტები ამბობენ, რომ კანონპროექტის ეს ვერსია ერთ სიბრტყეში აყენებს, როგორც დამნაშავე პოლიციელებს, ისე დაზარალებულებს.

20 ივნისს დაზარალებული სამოქალაქო აქტივისტები სამშაბათს, 27 აპრილს აქციას გამართავენ,მანამდე კი  ხვალ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. 

პარლამენტში ამნისტიის კანონის დაინიცირება 27 აპრილს მოხდება. 

 

მსგავსი სიახლეები