დავით ხიდაშელი არ პასუხობს კითხვას, რატომ დაუთმო ივანიშვილს უსასყიდლოდ კომპანიის წილი
რატომ დაუთმო ბიძინა ივანიშვილს ფარმაცევტული კომპანიის წილი უსასყიდლოდ? ხომ არ იმალება ამ გარიგების უკან რუსი ოლიგარქის, ევტუშენკოვის ინტერესები? ტვ პირველმა კითხვებით პრორუს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს მიმართა.
ხიდაშელს კითხვაზე პასუხი არ აქვს. რჩება განცდა, რომ ფარმაცევტული ბიზნესის რეალური მფლობელი, უკრაინაში რუსული ომის სპონსორი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვია. მას შემდეგ რაც საერთაშორისო სანქციებით ევტუშენკოვს ყველა გზა გადაუკეტეს, ოპოზციიას ეჭვი აქვს რომ ახლა დავით ხიდაშელის სახელით ბიზნესები საქართველოში გადმოაქვს.
ვრცლად იხილეთ ანა მდივანის სიუჟეტი