დგას თუ არა ნიკა მელიაზე აგორებული ტალღის უკან ვანო მერაბიშვილი? პარტიაში პასუხისგან თავს იკავებენ
ვინ დგას ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის წინააღმდეგ აგორებული ახალი ფრონტის უკან? ერთ-ერთი ვერსიით, სოსო თოფურიძე, რომელმაც დღეს ნიკა მელიას პრაქტიკულად ბრალდება წაუყენა, ვანო მერაბიშვილის ინტერესებს ახმოვანებს. თუმცა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში" პასუხისგან თავს იკავებენ.
რა უჯდება პარტიას ნიკა მელიას შენახვა? - ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის წინააღმდეგ ფრონტის ახალი ხაზი დევნილობაში მყოფმა კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო თოფურიძემ, გახსნა.
პარტიის თავმჯდომარე აქამდე გაუთქმელი ამბების გასაჯაროვებით იმუქრება და ამბობს, რომ მალე საზოგადოება ყველაფერს გაიგებს იმის შესახებ, თუ რეალურად ვინ რისთვის იბრძვის.
ნიკა მელია სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებამდე მეტის თქმას არ აპირებს, თუმცა ყველა ნიშანია, რომ პარტიის თავმჯდომარის მიმართ ბრალდებების სერია არ შეწყდება.
ვრცლად იხილეთ ინა ცარციძის სიუჟეტი.