საქართველოს საზღვარზე ჩრდილოკავკასიელებს არ უშვებენ
ჩრდილოკავკასიელების დევნა საქართველოს საზღვართან - ასამდე ეთნიკურად ჩეჩენი და ინგუში მოქალაქე ახლა ჩვენი ქვეყნის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან დგას და ქვეყანაში შემოსვლას უშედეგოდ ითხოვს. ჩრდილოკავკასიელებს უარს ჯერ მებაჟეები, შემდეგ კი სუსი-ს წარმომადგენლები ეუბნებიან. მიზეზი უცნობია, რადგან არავინ ცდილობს აუხსნას მათ, რატომ აბრუნებენ პუტინის მობილიზაციას გამოქცეულ ადამიანებს საზღვრიდან უკან.
იმ ფონზე, როცა რუსეთის 80 ათასზე მეტმა მოქალაქემ საზღვარი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადმოკვეთა, სუსი ჩრდოლოკავკასელებს საათების მანძილზე უწყობს დაკითხვას, ბოლოს კი მაინც უარით უკან აბრუნებს.
ვრცლად იხილეთ სოფო ნიაურის სიუჟეტი.