აზარტული თამაშებზე გადარიცხული ნახევარ მილიონამდე ლარი - გორელ მაღალჩინოსნებს სუს-მა ბრალი წარუდგინა
გორელ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს სუს-მა ბრალი წარუდგინა.
ლილუაშვილის უწყებამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წარუდგინა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილ და მოქმედ დირექტორებს, გელა კაპანაძეს, ზურაბ ილურიძეს და დავთ წეწვაძეს.
საქმე ეხება 6 თის წინ გახმაურებულ ამბავს, ბუღალტერის, ლეილა წკრიალაშვილის მიერ აზარტული თამაშების ანგარიშებზე გადარიცხულ ნახევარ მილიონამდე ლარს.
მიერ სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხული დიდი ოდენობით თანხა აზარტული თამაშებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ახლა ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ემუქრებათ. საჯარო მოხელეების ერთმა ნაწილმა მძიმე ბრალდების შესახებ „ტვ პირველისგან“ იმ დროს შეიტყვეს, რომ აღნიშNულ დანაშაულში იყვნენ მხილებულები.
სამივე ბრალდებული "პირველებთან" ამბობს, რომ გამოძებასთან თანამშრომლობს და მეტი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
სამივე მათგანი სუს-მა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.