პარლამენტში ნანახის შემდეგ, მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ნინო ლომჯარიას - ქეთევან ჩაჩავა

08.10.22 12:03
პარლამენტში ნანახის შემდეგ, მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ნინო ლომჯარიას - ქეთევან ჩაჩავა

სასტუმრო "თბილისი მერიოტში" სახალხო დამცველობის კანდიდატების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის ორგანიზატორი ანა დოლიძეა.

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერს აინტერესებს, როგორ ესახებათ ომბუდსმენობის კანდიდნატებს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე მუშაობა და იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც ნინო ლომჯარიას ანგარიშში არაერთხელ მომხვდარა, 

შეხვედრაზე სახალხო დამცველობის 18-ივე კანდიდატია დაბარებული.

სახალხო დამცველობის კანდიდატი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია მმართველი გუნდის მიერ სახალხო დამცველის აპარატზე თავდასხმები.

ქეთევან ჩაჩავა ასევე მესამე პრეზიდენტის თემასაც შეეხეო და თქვა, რომ ადამიანის უფლებები მთავარია და ფიქრობს, რომ სააკაშვილის უფლებები ირღვევა.

ჩემთვის რა თქმა უნდა მნიშნელოვანია ყველა ჩართულ მხარესთან დიალოგი. რა თქმა უნდა მე ღია ვარ, როგორც სამოქალაქო სექტორთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან.
ყველა მოქალაქის, ეს იქნება პოლიტიკური ლიდერი თუ მოქალაქე, რომლის უფლებებსაც არღვევს სახელმწიფო, სახალხო დამცველის ჯანსაღი პოზიცია უნდა იყოს მოქალაქის მხარეს და აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ, გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი. ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის მდგომარეობა, თუ სხვისი. მე მინდა, ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადო ასევექალბატონ ნინო ლომჯარიას. იმიტომ რომ, ის რაც გუშინ ჩვენ პარლამენტში ვნახეთ, ნამდვალად არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს“. - თქვა ქეთევან ჩაჩავამ.

რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზატორს, ანა დოლიძის ეჭვი აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა საკუთარი კანდიდატის გაყვანა, ამიტომაც, მისი თქმით, აუცილებელია პროცესის გამჭვირვალობა. 

მსგავსი სიახლეები